+995 32 ‎2 407 222

შეხვედრა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარ ლამბერტო ზანერისთან

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარმა ლამბერტო ზანიერიმ ჰააგაში მიიწვია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი თინათინ ბოლქვაძე და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გრიგოლ გვენეტაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ უფროსი პოლიტიკური მრჩეველი მარკ ფუმაგალი, იურიდიული მრჩეველი ელჟბიეტა კუზორსკა-პახა და პროექტის ოფიცერი მაიკლ ანგერმანი. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ენობრივი მრავალფეროვნების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, დასახეს თანამშრომლობის გეგმები საქართველოში სამოქალაქო თანხმობისა და ინტეგრაციის მიმართულებით.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის