+995 32 ‎2 407 222

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარ კაირატ აბდრახმანოვთან შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა ეუთოსთან დეპარტამენტის რამდენიმეწლიანი, წარმატებული თანამშრომლობა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს სახელმწიფო ენის სტრატეგიის ძირითადი მიზნები და ამოცანები, ხაზი გაუსვეს ეთნიკური უმცირესობების ენობრივი ინტეგრაციისა და ენობრივი უფლებების მნიშვნელობას, რომელიც სტრატეგიაში ცალკე ამოცანების სახითაა ასახული. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის