+995 32 ‎2 407 222

ექსპერტთა კომისიის სხდომა

2024 წლის 9 თებერვალს სახელმწიფო ენის დეპარტამენტში გაიმართა სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის ორი სხდომა. სხდომაზე საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად განიხილეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმები:
1. შუალობითი კონტაქტის ფორმათა მართლწერა;
2. ავადმყოფობს და შეურაცხყოფს ტიპის ზმნათა ზოგი ფორმის მართლწერა;
3. სცემს და ჰყვება ზმნათა სინტაქსური კონსტრუქციები;
4.მესამე სერიის ერთპირიან მეშველზმნიან ფორმათა მართლწერა;
5.-ებ თემისნიშნიანი გარდამავალი ზმნების ფორმათა მართლწერა მეორე თურმეობითსა და მესამე კავშირებითში;
                                                                                                    6.ვნებითი გვარის ორპირიან ზმნათა მართლწერა მეორე თურმეობითსა და მესამე კავშირებითში.

აღნიშნული ნორმები მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის