საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა.
2019 წლის 13-15 თებერვალს გაიმართა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა ბორჯომში. კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა წარადგინა ენის დეპარტამენტის 2018 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიში და 2019 წლის სამოქმედო გეგმა, ასევე განხილულ იქნა არსებული გამოწვევები საკანონმდებლო კუთხით. დეპარტამენტის თავმჯდომარემ კომიტეტს გააცნო სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის პროექტის ძირითადი მიმართულებები. სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის დამტკიცებამდე იგეგმება მისი განხილვა საზოგადოების ფართო წრეებთან, საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციასთან.
ენათა ევროპული დღე
26
სექტემბერი
სექტემბერი