უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა
2022 წლის 7 თებერვალს გაიმართა სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც საბჭოს წევრებმა სახელმწიფო ენის სტრატეგიის მაკოორდინებელი ორგანოს - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის - თანამშრომლებთან ერთად განიხილეს სახელმწიფო ენის სტრატეგიის განხორციელების გზები და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი.
უწყებათაშორისი საბჭოს წევრები არიან: ყველა სამინისტროს წარმომადგენლები (მინისტრის მოადგილეები), სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი და სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარე - მერაბ ჩუხუა.
სახელმწიფო ენის სტრატეგიის სამდივნომ აქტიურად დაიწყო მუშაობა სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შედგენაზე. ამ მიზნით დაგეგმილია შეხვედრები საჯარო უწყებებთან.
ენათა ევროპული დღე
სექტემბერი