სახელმწიფო ენის დეპარტამენტი აცხადებს მოხალისეთა პროგრამას.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი აცხადებს მოხალისეთა პროგრამას.
მოხალისეთა პროგრამის მიზნები:
ა) სახელმწიფო ენ(ებ)ის პოპულარიზაცია;
ბ) ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დანერგვის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
გ) ტექნოლოგიური ინიციატივები;
დ) საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობა.
მოხალისეთა პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არაერთჯერადად ნებაყოფლობით და უანგაროდ ჩაერთვება მოხალისეობით საქმიანობაში.
მოხალისეთა ფუნქციები:
დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ენ(ებ)ის პოპულარიზაციისათვის საჭირო პროექტებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ახალგაზრდული ინიციატივების წარმოდგენა და განხორციელება;
სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესრულებაში მონაწილეობა.
მოხალისეობის მსურველმა 2022 წლის 15 აპრილამდე უნდა შეავსოს ელექტრონული აპლიკაცია: დააჭირეთ ბმულს.
მოხალისეები შეირჩევიან დეპარტამენტში შექმნილი კომისიის მიერ, აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე.
მოხალისის სტატუსი მიენიჭებათ გასაუბრების შედეგად შერჩეულ აპლიკანტებს.
მოხალისეთა პირველი ნაკადის საქმიანობა განსაზღვრულია სამი თვით.
მოხალისეს შეუძლია არაერთხელ მიიღოს მონაწილეობა პროგრამაში.
პროგრამის მარეგულირებელი დოკუმენტები:
მოხალისეთა დებულება
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება
სამაგისტრო ნაშრომის ჯილდოს კონკურსი
ოქტომბერი
ენათა ევროპული დღე
სექტემბერი