ექსპერტთა კომისიის სხდომა
2023 წლის დეკემბერში სახელმწიფო ენის დეპარტამეტში გაიმართა სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის ორი სხდომა. სხდომაზე საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად განიხილეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმები:
ოსური ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები;
ზმნის პირის პრეფიქსული ნიშნების (ვ-, მ-, გვ-, გ-) მართლწერა;
ზმნისწინთა მართლწერა;
ზოგი ერთთემიანი და -ავ სუფიქსიანი ზმნის მართლწერა (ჩეხს თუ ჩეხავს?);
ფუძედრეკად ზმნათა მართლწერა;
ზოგი მოქმედებითი და საშუალ-მოქმედებითი გვარის ზმნათა მართლწერა პირველ და მეორე თურმეობითებში (გაუტეხია თუ გაუტეხნია? გაეტეხა თუ გაეტეხნა?)
დანართიან სათაურ-სახელწოდებათა მართლწერა;
ატრიბუტული მსაზღვრელის შეთანხმება „და“ კავშირით შეერთებულ ორ საზღვრულთან ბრუნვასა და რიცხვში;
მსაზღვრელი რიცხვითი სახელის შეთანხმება „და“ კავშირით შეერთებულ ორ საზღვრულთან ბრუნვასა და რიცხვში;
მსაზღვრელი ნაცვალსახელის შეთანხმება „და“ კავშირით შეერთებულ ორ საზღვრულთან ბრუნვასა და რიცხვში;
ჰ- და ს- ზმნური პრეფიქსების მართლწერა;
მესამე სუბიექტური პირის მრავლობითი რიცხვის ფორმათა მართლწერა.
აღნიშნული ნორმები მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
სამაგისტრო ნაშრომის ჯილდოს კონკურსი
ოქტომბერი
ენათა ევროპული დღე
სექტემბერი