სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და ექსპერტთა კომისიას შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
29 ივნისს სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და ექსპერტთა კომისიას შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფმა განიხილა სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონში და რეკლამის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების საკითხი.